მსახიობმა მარიამ ჯოლოგუამ რამდენიმე წლის წინ, სერიალ “შუა ქალაქში” ითამაშა და მაყურებელს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა.
ანანოს როლი მისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა. როგორ ცხოვრობს დღეს მარიამ ჯოლოგუა ამის შესახებ გადაცემა “არტ ფმ”-ში მან, მეუღლესთან აპოლონ კუბლაშვილთან ერთად ისაუბრა.
როგორც გაირკვა კარანტინის დროს მარიამ ჯოლოგუამ ოპერატორობა ისწავლა და ახლა ქმართან ერთად ფილმზე მუშაობს.
– მარიამ, თქვენ ის შეძელით, რასაც ბევრი ვერ შეძლედა – ოპერატორობა ისწავლეთ და ფილმი გადაიღეთ,
– (აპოლონ კუბლაშვილი) მართლაც უნიკალური, უნივერსალური ცოლი მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ.
– ფილმისთვის მზადება მარტში დავიწყე, თუმცა პანდემია, შეზღუდვები დაიწყო და მეც სახლში აღმოვჩნდი. არადა, მანამდე მუდმივად ვმუშაობდი და ძალიან გამიჭირდა სახლში დაჯდომა. ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. საზღვარგარეთ სკოლა ის დაწესებულებაა, სადაც ბავშვები სავალდებულო წესით დადიან, საქართველოში კი, არავინ აძალებს და მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ თვითონ უნდათ, უხარიათ და რაღაცნაირად ახერხებენ თვითრეალიზაციას. ონლაინ-რეჟიმში გადასულებს ძალიან შეგვეშინდა, რომ ბავშვებს უკვე შეძენილი ცოდნა არ ადეკარგათ, ამიტომ სემესტრის დასრულებისთანავე, ივნისის თვეში „ლურჯი ფრინველი“ და „ოზის ჯადოქარი“ გადავიღეთ ზუმის ფორმატში. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურა ყიფშიძეს, რომელიც ფილმში მონაწილეობას დაგვთანხმდა.
საახალწლო ფილმი „სიყვარულით ელფებისგან“ სექტემბერ-ნოემბერში გადავიღეთ, როცა რეგულაციები მოიხსნა.
– ვინ გახდა ფილმის რეჟისორი და ვინ დაწერა სცენარი?
– პიესა ჩვენმა ერთ-ერთმა პედაგოგმა დაწერა, მოქმედება პანდემიურ საქართველოში ვითარდება ზუსტად ამ ახალი წლის წინ. მთავარი პერსონაჟები და-ძმა არიან, რომელთაც დიდი ხანია არ მიუღიათ საჩუქარი თოვლის ბაბუასგან ოჯახის ხელმოკლეობის გამო. თუმცა, როგორც საახალწლო ისტორიებს შეეფერება, ჩვენს ფილმსაც ჯადოსნური ფინალი აქვს. წინა ფილმის მსგავსად ამჯერადაც მოვიწვიეთ ცნობილი მსახიობები, რომლებიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ მონაწილეობას.
– აპოლონ, რამდენიმე წუთის წინ თქვით, უნიკალური ცოლი მყავსო და რიშია მარიამი უნიკალური?
– ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი რჩეულია და უკვე უნიკალურია, მეორეც, თეატრის დახურვა ნამდვილი კატასროფა აღმოჩნდა ჩემთვის, მარიამმა კი, უცებ მონახა გამოსავალი, ჯერ რაღაცის წერა დაიწყო, მერე გადაღება და ყველაფერი ორ წამში ისწავლა.