აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯონ და მეგან არიგოს ქორწილში სიტყვით გამოვიდა და თავისი სფიჩის დროს ბაიდენის პოლიტიკა მიგრანტებთან, ჩინეთთან და ირანთან მიმართებაში მკაცრად გააკრიტიკა. ქორწილი დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან და ბაიდენის გამარჯვებასთან დაკავშირები ეჭვები ისევ აქვს.
„მათ თქვეს რომ არჩევებში 66 მილიონი ხმა მივიღეთო და არჩევნები დამთავრდა. მე კიდევ 75 მილიონი ხმა მივიღე“,- განახადა ტრამპმა.
TMZ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ მიმართავს სტუმრებს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი:
„მე ამდენი ინფორმაცია მაქვს და ისინი კიდევ ჩინეთსა და ირანზე მესაუბრებიან. ჩვენ გარიგების დასადებად მზად ვიყავით, ისინი მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ.ბაიდენი კი უბრალოდ მოდის, სანქციებს აუქმებს და მერე ამბობს მოდი დავილაპარაკოთო“,- აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ბაიდენს აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები არ გაუუქმებია. ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები ისევ ძალაშია.
ტრამპი მექსიკის საზღვარზე შექმნილ ვითარებასაც შეეხო.
„საზღვარზე საშინელი ვითარებაა, რაც კი აქამდე ყოფილა. ბავშვები სიღარიბეში იზრდებიან. მსგავსი სიტუაცია არასდროს ყოფილა“,- აღნიშნა ტრამპმა.
2 წუთიანი სფიჩის შემდეგ დონალდ ტრამპმა დამსწრე საზოგადოებას ამ კითხვით მიმართა: „უკვე მოგენატრეთ?!“.