რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელი მოიცვა ალექსეი ნავალნის ვიდეომ, სადაც მისი გუნდის თქმით, გელენჯის მახლობლად მდებარე, პუტინის საიდუმლო სასახლე იყო გადაღებული.
“Mash”-მა ნავალნის მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, მაყურებელს სიუჟეტი შესთავაზა, სადაც მან ე.წ. პუტინის სასახლის ნამდვილი მფლობელი გააცნო საზოგადოებას.
ბიზნესმენმა არკადი როტენბერგმა Telegram-ის არხ Mash-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ეკუთვნის გელენჯიკის მახლობლად მდებარე „სასახლე“, რომლის გარშემოც გამოძიება ჩაატარეს ალექსეი ნავალნიმ და მისმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ პროექტს ადრე მრავალი კრედიტორი ჰყავდა. „ეს აღმოჩენაა. ადგილი შესანიშნავია“, თქვა როტენბერგმა. მან დააზუსტა, რომ იდოკოპასის კონცხზე აშენებენ აპარტამენტების სასტუმროს, რომელიც ორი წლის განმავლობაში უნდა გაიხსნას.
გელენჯიკის მახლობლად მდებარე უძრავი ქონებისადმი ინტერესი ალექსეი ნავალნის ფილმმა აღძრა. გამოძიებაში ნათქვამია, რომ „სასახლე“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. შენობის სავარაუდო ღირებულება 100 მილიარდი რუბლია. ობიექტის მახლობლად მოქმედებს ფრენისთვის აკრძალული ზონა და მონახულების მკაცრი რეჟიმი. პუტინმა უარყო ამ შენობასთან კავშირი და განაცხადა, რომ მისი მფლობელები კერძო კომპანიები არიან.
შეკითხვაზე, რატომ არ განაცხადა „სასახლის“ მფლობელობის შესახებ ნავალნის ფილმის გამოსვლის შემდეგ, როტენბერგმა აღნიშნა, რომ არ სურდა სკანდალი და განცხადების გაკეთებას მშენებლობის დასრულების შემდეგ აპირებდა.