მარტი ბიონსესთვის აშკარად რთული თვე აღმოჩნდა, რადგან მსოფლიო დონის ვარსკვლავი ამ თვეში ორჯერ გაქურდეს. ლოს-ანჯელესში მდებარე მდიდრული საცხოვრებლიდან გატანილია 1 მილიონი დოლარის ღირებულების ნივთები, მათ შორის ძვირფასი ჩანთები და კაბები.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში ქურდობის მსხვერპლი ცოტა ხნის წინ მაილი საირუსიც გახდა, რომელსაც ოჯახური ფოტოები და სამახსოვრო ნივთები მოჰპარეს.
გამოცემა TMZ-ს ცნობით, ქურდობის ფაქტზე საქმე აღძრულია, თუმცა სამართალდამცავები კრიმინალების კვალზე ჯერ კიდევ ვერ გავიდნენ.