ცნობილი ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი გადაცემაში “ფარული კონვერტი”, მისი ოჯახის ყველაზე მძიმე პერიოდზე ალაპარაკდა.
როგორც გადაცემაში სტუმრობისას ტატიშვილმა განაცხადა, წლების წინ რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გია ტალახაშვილმა მამამისი კორნელი ტატიშვილი გაიტაცა.
“ეს ყველაზე მძიმე პერიოდია ჩემი ოჯახის ცხოვრებაში. 15 წლის ვიყავი და დიდი უბედურება დაგვატეხეს თავს. მამას ჰქონდა იჯარით აღებული ფართი, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე. აქირავებდა ამ ტერიტორიას და პატიოსნად ნაშოვნი შემოსავალი ჰქონდა. შევარდნაძის პერიოდი იყო, სრული ქაოსი, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად არ მუშაობდა.
მაშინ მამას უქმნიდნენ პრობლემას, რამენაირად ამ პატიოსან კაცს არ ჰქონოდა შემოსავალი და ავიწროვებდნენ. აიძულებდნენ ის ტერიტორია დაეტოვებინა.

ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პიროვნებამ, გაბღენძილმა ჩინოვნიკმა ისე შეუქმნა პრობლემები, მამამ ტერიტორია სხვას გადაუფორმა” – იხსენებს მომღერალი.
ნოდიკო ტატიშვილის თქმით, მამამისს ხელოვნურად დაადეს დიდი ოდენობით ვალები და მას ათასგვარი ბინძური მეთოდებით დაუწყეს ბრძოლა.
“ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო, მამას იმდენი ვალები ჰქონოდა. დაიწყო ბრძოლა და მივხვდით, ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. მამა ამ პიროვნებას ებრძოდა კომრპომატებით და ამ კომპრომატების გამო გაიტაცეს კიდეც.
როდესაც ცვლა დაამთავრა, ტრანსპორტში ჩაჯდა, თვალები აუხვიეს და გაიტაცეს. სახლში როცა არ მოვიდა, მივხვდით, რაღაც ცუდი ხდებოდა.

სთხოვდნენ იმ კომპრომატებს, რითიც უმტკიცებდა შანტაჟს. სამი დღე ჰყავდათ თვალებახვეული. ძალადობა არ ყოფილა. ბოლო მესამე დღეს, თურმე სკამზე გადააფარეს ცელოფანი, დასვეს მამა, მიადეს იარაღი და უთხრეს თუ არ გვეტყვი სადაა კომრომატები, აქვე დაამთავრებ ცხოვრებასო. რაზეც მამამ უთხრა, მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ ლაჩარი მამა ჰყავთო.
როცა მამა გაიტაცეს მე დავურეკე გია ტალახაშვილს და ვუთხარი კორნელი ტატიშვილის შვილი ვარ-მეთქი. მივედი მასთან, მახსოვს ხელი ვაბრახუნე მაგიდაზე და ვუთხარი, მამა სასწრაფოდ გამოეშვა სახლში. დავპირდი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებდი. უკეთესი იქნება სადმე თუ არ გადამეყრება. ის კომპრომატები დღემდე შენახული გვაქვს” – იხსენებს ტატიშვილი.