რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს ტელეგრამზე გამოეხმაურა.
„მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით, შეიძლება ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა ქართველების სტუმართმოყვარეობაში. ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია“, – აღნიშნა თინა კანდელაკმა.
კანდელაკის თქმით, პოზნერს საქართველო ძალიან უყვარს.
„ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პოზნერთან, მირანდა მირიანაშვილთან და ვასილ წერეთელთან ერთად ვვახშმობდი, ბატონი ვლადიმირი მოხარული იყო იმის, გამო რომ ჩვენი ქართული საუბარი ესმოდა. პოზნერმა საქართველოს შესახებ კიდევ უფრო მეტი იცის, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებმაც სასტუმროს მიმდებარედ უპატივცემულობა და პროტესტი გამოხატეს მის მიმართ“, – წერს თინა კანდელაკი.