შაბათი, აპრილი 17, 2021
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ნანუკა გულუა ახალ შოუს წაიყვანს – რა ბედი ელის დოჩი ალიშბაიას?

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
აპრილი 2, 2021
- სიახლეები
0
ნანუკა გულუა ახალ შოუს წაიყვანს – რა ბედი ელის დოჩი ალიშბაიას?
288
გაზიარება
1.6k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

“ფორმულა” ახალ გადაცემას იწყებს. დავით ლაბაძე, რომელსაც მაყურებელი “კაცების შოუთი” იცნობს, ამჯერად პროდიუსერის რანგში ცდის ბედს. კაცების შოუს მეიქერი, ახლა გადაცემა “ქალებზე” მუშაობს. ასე ერქმევა ახალ ტელეპროექტს, რომელსაც ოთხი წამყვანი ჰყავს – ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ალექსანდრა პაიჭაძე და თეონა ლეჟავა.

აქედან ორ წამყვანს ჩცდ-დან ვიცნობთ – ქეთი და დოჩი ახალ ამპლუაში ცდიან თავს.

ასევე იხილეთ

“რვა წელია ზურა თვალით არ მინახავს”- მარინა ბერიძე ყოფილ ქმარზე

“კოცნით გამაცილა… არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ” – ბესო ზანგური მაყაშვილთან გაყრის დღეს იხსენებს

“ძირს არაკაცები! ახლა უფრო კარგად ვხვდები, რატომ ხვდებოდა თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები მამრობით სქესს”

“თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ქალის დიდი ბრალეულობაა” – როგორ ეხმაურება ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ზურაბ ცინცქილაძე

პირველი გადაცემა 9 აპრილს, პარასკევს, 22 საათზე გადის ეთერში.

ნანუკა გულუა, რომელიც მაყურებელმა  დოჩი ალიშბაიას როლით შეიყვარა, “პრაიმამბებს”  უყვება, რომ “ქალები” სახალისო, ლაღი და განსატვირთი გადაცემა გამოდის.

ნანუკა გულუა: – არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ქალების საყურებელი შოუ იქნება. ქალებზე მეტად მათი ქმრები იხალისებენ, კიდევ უფრო მეტად გაერთობიან შვილები, დედამთილები ხომ საერთოდ. რა თქმა უნდა, სტუმრები მხოლოდ ქალები არ გვეყოლებიან.

ვეხებით ყველა თემას, ჩვენეულად, სახალისოდ, მსუბუქად და ლაღად.

– ნანუკა, როგორ გგონიათ, რატომ დაგინახეს ამ გადაცემის წამყვანის ამპლუაში?

– ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს ტელევიზიაში. დღეს სიყალბე, დაყენებული მანერა და ნასწავლი ტექსტი აღარ იყიდება. მგონია, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები გრძნობენ ნამდვილად როგორ ფიქრობ, ნამდვილად როგორ იცინი და ყვები. ზუსტად ვიცი, რომ ამ გადაცემით ყველა ისიამოვნებს. ადამიანების გახალისება და მოვლენების სასაცილოდ მოყოლა, ჩემი საყვარელი საქმეა და თუ ამას პროფესიად ვაქცევ, ეს უკვე ძალიან მახარებს.

ამ გადაცემით მე გამიცნობს მაყურებელი. მათ ხომ არ იციან, რას ვფიქრობ მე ქალზე, კაცზე, ჩემი კომპლექსები რა არის, სახალისო ისტორიები… გახსნილად მოვყვები ჩემს შესახებ, უახლეს მოვლენებზე გავაკეთებ ანალიზს.

– პოპულარობამ როგორი გაგხადათ?

– მე იმ იშვიათ ადამიანთა სიაში ვარ, ვინც ძალიან უყვართ და ვისაც არ ტკენენ. მე ჩემს თავზე უარყოფითი გამოხმაურება არსად წამიკითხავს.

 

May be an image of 1 ადამიანი და standing

– ეს დოჩის დამსახურებაა?

– ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი ქალია, მაინც სასაცილოა. ეს სიყვარულიც მისი დამსახურებაა. გამიმართლა. დოჩიც უყვართ და როგორც ჩანს, ნანუკაც. ჩემს ინტერვიუებსაც სიყვარულით ეხმიანებიან.

– მოგწონს ახალი გამოწვევა?

– მომწონს. საერთოდ, ძალიან თავდაჯერებული არ ვარ. შეიძლება მტკიცე და თავდაჯერებული ვჩანვარ, მაგრამ ასე არ არის. სულ ვამოწმებ, ის, რაც მე მგონია, რომ კარგია, არის თუ არა რეალურად ასე. მერე როცა შეფასებით ფიდბექს ვიღებ, ვრწმუნდები, რომ სწორ გზას ვადგავარ და მიხარია.

ხუთი-ექვსი თვეა ვემზადებით ამ გადაცემისთვის. ჩვენ რომ არ დავმეგობრებულიყავით, ვერ შევძლებდით მის წაყვანას. მე და სალომე შარვაძე წლების მეგობრები ვართ. ისე მეკომფორტულება, მინდა, რომ ყველგან გვერდით მყავდეს. ეს გოგო მაბედნიერებს. თეონა და ალექსანდრა ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდა. დანარჩენი გადაცემაში ნახეთ.

May be an image of 1 ადამიანი, hair, standing და outerwear

– თქვენი ცხოვრების “ტონი” ისევ არ ჩანს?

– ჩემი ცხოვრებვის ტონი რომ გამოჩნდება, მე მას ისეთ დღეში ჩავაგდებ, სად იყო ამდენი ხანი, სად დაბოდიალობდა, სად? მოილევს ყველაფერს და მოვა მერე…

საერთოდ ყველაფერი ისეა, მე როგორც ჩავიფიქრებ და ვიშრომებ. არაფერი მეჩქარება.

– დოჩის უმატებთ ახალ პლასტს?

– დოჩის ისეთი სიახლე ემატება სერიალში, თქვენ ჯვარი გწერიათ! (იცინის) სახეცვლილი იქნება თუ კიდევ ერთ უნარაღმოჩენილი, ხვალიდან ნახავთ.

დოჩის სცენარი ყოველთვის სახალისოა. თავიდან ზეპირად ვსწავლობდი მთელ ტექსტს და არ ვუხვევდი არც ერთ სიტყვას. ტელეფონის ნომერსაც ზუსტად ვამბობდი. მერე ქეთიმ დაიწყო ფრჩხილებში დაწერა, ეს თქვას მეგრულად, როგორც მეგრელი ქალი იტყოდაო. მივხვდი, რომ მან მომცა საშუალება, რომ ჩემი ინტერპრეტაციით მეთქვა და ფრთებიც გავშალე. მეგრული სიტყვები, რასაც დოჩი ისვრის, ჩემი ინტერპრეტაციაა.

May be an image of 3 ადამიანი და people smiling

– რაში გეხმარებათ მეგრელობა?

– (იცინის) ყველა წამყვან პოზიციაზე მეგრელია, სადაც შედიხარ გასაუბრებაზე. HR რომ მეგრელი დაგვხდება, მერე თავი ქუდში გაქვს. ერთმანეთის გატანა რომ ვიცით მეგრელებმა, ეს საიდუმლო არავისთვის არ არის. მეგრელი მეგრელს კარგი თვალით უყურებს და ათი ნაბიჯით წინ ხარ (იცინის).

ყველაფრის ლამაზად თქმა ვიცი. რაც არ უნდა მტკივნეული რამ მქონდეს ადამიანისთვის სათქმელი, მოვძებნი გზას, რომ უმტკივნეულოდ მივაწოდო ინფორმაცია. სხარტი ვარ, მალე მაფიქრდება ყველაფერი. სისხარტე კი ყველაფერში მეხმარება.

 

 

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

“რვა წელია ზურა თვალით არ მინახავს”- მარინა ბერიძე ყოფილ ქმარზე
სიახლეები

“რვა წელია ზურა თვალით არ მინახავს”- მარინა ბერიძე ყოფილ ქმარზე

- თამარ გონგაძე
აპრილი 16, 2021
“კოცნით გამაცილა… არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ” – ბესო ზანგური მაყაშვილთან გაყრის დღეს იხსენებს
სიახლეები

“კოცნით გამაცილა… არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ” – ბესო ზანგური მაყაშვილთან გაყრის დღეს იხსენებს

- თამარ გონგაძე
აპრილი 16, 2021
“ძირს არაკაცები! ახლა უფრო კარგად ვხვდები, რატომ ხვდებოდა თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები მამრობით სქესს”
მთავარი ამბავი

“ძირს არაკაცები! ახლა უფრო კარგად ვხვდები, რატომ ხვდებოდა თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები მამრობით სქესს”

- PRIMEAMBEBI.GE
აპრილი 15, 2021
“თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ქალის დიდი ბრალეულობაა” – როგორ ეხმაურება ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ზურაბ ცინცქილაძე
კვირის TOP 5

“თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ქალის დიდი ბრალეულობაა” – როგორ ეხმაურება ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ზურაბ ცინცქილაძე

- PRIMEAMBEBI.GE
აპრილი 15, 2021
“მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო” – ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო
მთავარი ამბავი.

“მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო” – ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო

- PRIMEAMBEBI.GE
აპრილი 15, 2021
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

ვისთან ერთად ისვენებს დუბაიში ნეკა დოროყაშვილი?

ვისთან ერთად ისვენებს დუბაიში ნეკა დოროყაშვილი?

აპრილი 12, 2021
“უმოწყალოდ სცემდა აუდიტორიაში, დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო ხელიდან!”

“უმოწყალოდ სცემდა აუდიტორიაში, დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო ხელიდან!”

აპრილი 14, 2021
ბერა ცოლ-შვილთან ერთად სეულშია – რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა გუდავაძე

ბერა ცოლ-შვილთან ერთად სეულშია – რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა გუდავაძე

აპრილი 5, 2021

არ გამოტოვოთ

“თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ქალის დიდი ბრალეულობაა” – როგორ ეხმაურება ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ზურაბ ცინცქილაძე
კვირის TOP 5

“თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ქალის დიდი ბრალეულობაა” – როგორ ეხმაურება ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ზურაბ ცინცქილაძე

აპრილი 15, 2021
“ნუგზარი ქურდი არაა, კაი ბიჭია” – რას ამბობს გია სურამელაშვილი შვილზე, რომელიც საფრანგეთში დააკავეს
კვირის TOP 5

“ნუგზარი ქურდი არაა, კაი ბიჭია” – რას ამბობს გია სურამელაშვილი შვილზე, რომელიც საფრანგეთში დააკავეს

აპრილი 8, 2021
“თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა” – ნინო ქათამაძე თავის ქმარზე
სიახლეები

“თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა” – ნინო ქათამაძე თავის ქმარზე

აპრილი 8, 2021
“ძალიან ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე” – რუსუდან კერვალიშვილი ციხეში გატარებულ დღეებზე
მთავარი ამბავი.

“ძალიან ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე” – რუსუდან კერვალიშვილი ციხეში გატარებულ დღეებზე

აპრილი 5, 2021
ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუას პასუხობს
კვირის TOP 5

ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუას პასუხობს

აპრილი 14, 2021
“ეს ნიშნავს, რომ თრომბი მაქვს… 50-მა ექიმმა დამირეკა” – კორონავირუსით ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი კლინიკაში მოხვდა
კვირის TOP 5

“ეს ნიშნავს, რომ თრომბი მაქვს… 50-მა ექიმმა დამირეკა” – კორონავირუსით ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი კლინიკაში მოხვდა

აპრილი 9, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved