ტელეწამყვანი მაია ასათიანი გუშინ ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარი იყო. სადაც ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ “ტელეიმედი” დაარბია.
ასათიანი მაშინ “დროების” ჟურნალისტი გახლდათ და დარბევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
“ჩვენ ძველი თაობის იმედელებს, აქ ამ შლაგბაუმთან გვაკავშირებს მხოლოდ ერთი მოგონება… წლები დამჭირდა, რომ ბოლის, ტყვიების, კივილის ეს ხმა და კადრი ამომშლოდა. ახლაც მქონდა განცდა, მაგრამ ისე მძაფრად არა.
მახსენდება კვამლი, კატასტროფული კივილი, რომელიც წლების მანძილზე გამყვა… მახსენდება 7 ნოემბერი“ – განაცხადა მაია ასათიანმა.
წამყვანმა ნოე სულაბერიძემ მაია ასათიანს გადაცემის მსვლელობისას ასეთი კითხვაც დაუსვა.
– „სახელმწიფო ოპოზიციურ ტელევიზიას არბევდა“, მძიმე წასაკითხია, თუმცა მას შემდეგ, შენ გააგრძელე მუშაობა, იმ სახელმწიფოს მთავრობასთან, რომელმაც ეს დარბევა განახორციელა. დრომ ტკივილს უმკურნალა და დაგავიწყდა, თუ შინაგანი პროტესტი გქონდა?
რაზეც ასათიანმა შემდეგი პასუხი გასცა.
– 2003 წლის 23 ნოემბერი 21 საუკუნის საქართველოს ისტორიაში საეტაპო დღეა. ვარდების რევოლუციის დროს ვმუშაობდი რეპორტიორად და ამაყი ვარ, რომ იმ დროს იქ მომიწია მუშაობა.
მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ქვას გაისვრის მაშინ, როცა ქვის სროლა უკვე მოსულა და ყველას შეუძლია.
სწორად გამიგეთ, მაგრამ 7 ნოემბერის შემდეგ ყველა არხი, სადაც მსგავსი ტიპის გადაცემის გაკეთება შეიძლებოდა – სახელმწიფო იყო. 7 ნოემბრის ჟურნალისტი ვარ, 13 წელია პროფილს ვაკეთებ და არავის არ უთქვამს ჩემთვის ეს გააკეთეო.