2021 წლის Super Bowl-ს შოუს The Weeknd-ის ფანები განსაკუთრებულად ელოდებოდნენ და მათი მოლოდინი გამართლდა კიდეც.
მას შემდეგ რაც სკანდალურმა მომღერალმა უარი თქვა „გრემის“ ცერემონიალში მონაწილეობაზე, სადაც ერთი ნომინაციაც კი ვერ მიიღო, თაყვანისმცემლებს დაპირდა, რომ მათ ნამდვილ დღესასწაულს მოუწყობდა.
მან ტრადიცია დაარღვია და მუსიკალური ნომრები მხოლოდ სტადიონზე არ შეუსრულებია, The Weeknd ტრიბუნებზეც გავიდა.
მუსიკოსის შოუ 7 მილიონი დოლარი დაჯდა და მას ლეგენდა უწოდეს, მსოფლიოს წამყვანმა არტისტებმაც.