ვინ იყვნენ რუსი ჟურნალისტისა და შოუმენის ქართული წვეულების ქართველი სტუმრები – ეს არის კითხვა, რომელიც დღეს მუდმივად გაისმოდა.
სხვადასხვა სავარაუდო კანდიდატებს შორის დათო ოქიტაშვილიც დასახელდა. კულტურის პალატის პრეზიდენტმა ამ კითხვის მოსმენის შემდეგ, სიცილით გული რომ იჯერა, “პრაიმამბებს” შემდეგი პასუხი გასცა.
დათო ოქიტაშვილი: – მე არ ვიცოდი ჩემზეც თუ ააგორეს ეს ჭორი. ჯერ თქვეს, ჯემალ სეფიაშვილი დავინახეთ ამ წველების სტუმრებს შორისო. ჯემალი ბათუმშია, კბილებს იკეთებს და ჩამოღებული აქვს მთელი ყბა. გაგიჟებულმა დამირეკა, კინაღამ ინფარქტი დაემართა, არ ვყოფილვარო. ახლა მეც გადმომწვდნენ.
როგორ წარმოგიდგენიათ? მე რომ იქ ვყოფილიყავი, დღეს თბილისში გავჩერდებოდი? ჯერ ერთი, მე იქ მისვლას არც ვიკადრებდი. რომც დავეპატიჟე, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე ვინც იტყვის, რომ არ არის საქართველო და გალანძღავს ჩემს ქვეყანას, ვინც არ უნდა იყოს, ხმას არ გავცემ. მეორეც – არც ვიცნობ. ვიცი, რომ ჟურნალისტია და მორჩა, შეხებაც არ მაქვს. როცა დამპატიჟებს, გაგაგებინებთ… (იცინის)