ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა თურქული სერიალების ვარსკვლავებს უმასპინძლა. მსახიობები ჩეჩნეთში სტუმრობისას, ჯერ ნაციონალური ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტს დაესწრნენ, შემდეგ კი ქვეყნის პირველ პირს რეზიდენციაში ეახლნენ.
როგორც ვიდეოდან ჩანს, 44 წლის კადიროვი თურქული საპნის ოპერების თაყვანისმცემელია. ეს მის დახვედრაში კარგად ჩანს. ჩეჩნეთის ლიდერმა სტუმრებისთვის გამართულ ბანკეტზე, მსახიობებთან სამახსოვრო სელფებიც გადაიღო.