დღეს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა. ამ დღეს შვილები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, ძირითადად, მამის საახლობლო წრის გარემოცვაში ტრიალებენ და იხსენებენ განსაკუთრებული ენერგეტიკის გიოს.
მამის ხასიათის შტრიხები, მანერები, ნაკვთები სამივე შვილშია გაბნეული. მათ შორის ნოდარიკო ყველაზე უფროსია. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, მამას დაუდგრომლობით, ემოციურობით და მოძრაობის სიყვარულით ჰგავს.
ნოდარიკო ხუციშვილი: – გიოს იმხელა საახლობლო წრე ჰყავდა, ხან ვის ვნახულობთ, ხან ვის. დაგეგმილი არაფერი გვაქვს. საფლავზე გავდივართ და მერე სხვადასხვანაირად. ჩემი მეგობრებიც მოდიან ხოლმე ჩემთან სახლში და ასე, ვიხსენებთ მამას… ვნახულობ გიოს უახლოეს მეგობრებს.
ახლა პანდემიაა, ვერაფერს დაგეგმავ. ეს სიტუაცია, ზუსტად ვიცი, ძალიან შეაწუხებდა (იცინის). მეც მიჭირს და ყველას, ვინც აქტიური ადამიანია. ვერ გაჩერდებოდა სახლში. გაგრძელება…