პოეტ ზურაბ რთველიაშვილს, რომელიც უკვე ათი დღეა კლინიკაშია, მძიმე ფორმის ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. პოეტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მისი მეგობრები და მეუღლე, ნინო ამირეჯიბი ანგარიშის ნომრებს აქვეყნებენ.
“სანამ ერთმანეთის ხელი გვიჭირავს, ამ სამყაროში ყველა სირთულე დაძლევადია! ახლა კი, როცა ჩვენი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოცდა იწყება ყველა მიზანი, ყველა შანსი დასაშვებია! როგორ გინდოდა, ეს პატარა გოგო ისეთი ძლიერი გამხდარიყო, რომ ყველა საზღვრები გაერღვია, ყველა სურვილი აეხდინა! ჰოდა, დადგა ეს დღეც! შენ ხარ ახლა მთავარი სურვილი, მთავარი იდეა, მთავარი ოცნება!!! და სანამ ერთმანეთის ხელი გვიჭირავს ყველა სირთულე დაძლეულია! საუკუნოდ შენი!” – წერს ნინო “ფეისბუქზე”.