ლიზა მაღრაძეს საზოგადოება 4 წლის ასაკიდან იცნობს. ის ცნობილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია და ეკრანზე პირველად სწორედ 4 წლის გამოჩნდა.
ლიზამ მაშინ თათია გიორგობიანთან ჩაწერა დუეტი და სიმღერა მალევე გახდა პოპულარული, ხოლო მოგვიანებით მან, ძალები წამყვანის ამპლუაშიც მოსინჯა.
ლიზა მაღრაძე პროფესიით მსახიობია, მან თეატრალურ უნივერსიტეტში თემურ ჩხეიძის ჯგუფი დაამთავრა, თუმცა საკუთარი პროფესიით ჯერ არ უმუშავია.
ბიზნესმენის შვილიშვილის პირადი ცხოვრება მუდმივად საინტერესო იყო, თუმცა ის საკუთარ გრძნობებზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მთელი ბავშვობა თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდა.
თუმცა გაზრდის შემდეგ პრიორიტეტები შეეცვალა.
ლიზა მაღრაძე კარანტინის დროს საიდუმლოდ გათხოვდა, მისი მეუღლე გიორგი კაკაბაძეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა.
წყვილს ქორწილი ჯერჯერობით არ გადაუხდია, თუმცა მათი ოჯახი უკვე სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია.
ლიზა და გიორგი მალე მშობლები გახდებიან. ორსულმა ლიზა მაღრაძემ ფოტოები ინსტაგრამის პირად გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
ლიზა მაღრაძე და გიორგი კაკაბაძე ზამთრის დღეებს შეკვეთილში ატარებენ.