რუსულ სცენაზე პოპულარობით არაერთი ქართველი მომღერალი სარგებლობს და შეიძლება ითქვას იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული სახეებიც კი არიან.
მათ შორის არის მომღერალი თეონა კონტრიძე, რომელიც წლებია სწორედ რუსეთში ცხოვრობს და წარმატებული არტისტია.
თეონა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეხოტბე ნამდვილად არ არის და ხშირად აკრიტიკებს კიდეც მას, თუმცა ამის მიუხედავად ოკუპანტ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.
რუსულ საიტზე www.redkassa.ru ქართველი მომღერლის კონცერტი დაანონსდა, რომელიც საკონცერტო დარბაზ Vegas City Hall-ში 9 აპრილს გაიმართება.
ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი და მისი ფასი 1200 რუბლიდან 6000 რუბლამდე მერყეობს.